ბინძური კამპანია და უსამართლობა - კალაძე ევროპელი პარტნიორების გაფრთხილებებზე

30.08.24 15:44
ბინძური კამპანია და უსამართლობა - კალაძე ევროპელი პარტნიორების გაფრთხილებებზე

ევროკავშირის უმძიმესი გაფრთხილებს "ოცნება" ისევ თავდასხმით პასუხობს. კახა კალაძე დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ EU საქართველოსთან მიმართებით უსამართლოა და ბინძურ კამპანიას აწარმოებს. 

სახელისუფლებო გუნდის წევრი ფიქრობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა, საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ გახსნან, როგორც ეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა. 


ეს იმ ბინძური კამპანიის ნაწილია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით, ვუყურებდით. თქვენ იცით, რომ საქართველოსთან მიმართებაში აქვთ არასწორი დამოკიდებულება, თუნდაც არასამართლიანია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუნდაც ავიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. შეიძლება დღეს არ გახსნან(მოლაპარაკებები), მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც, მაგალითად, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული, რომ გამოყენებინათ სიტუაცია ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით და შემდეგ, რამდენიმე თვეში მიიღეს აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება. რა შეიცვალა?, - ამბობს კალაძე. 
 

რუსული კანონის გამო "ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც "ოცნება" ქართველ ხალხს უანონსებს.

შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც. არ არის გამორციხული, ევროპულმა სახელმწიფოებმა "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.

 ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კავშირი საქართველოს ტრაექტორიით შეშფოთებულია