იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში - მაჭარაშვილი

31.08.24 13:28
იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში - მაჭარაშვილი

იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში - ასე ეხმაურება აქტივისტი "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი "სირცხვილიას" გადაწყვეტილებას რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირებაზე. 

მაჭარაშვილი ამბობს, რომ "სირცხვილიამ", ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ისედაც წაგებისთვის იყო წაგებული.

"სირცხვილიამაც" კი, რომელიც ყველაზე დიდად არის რადიკალური ფრთა, ამ რადიკალურ პოზიციაში, წაიკითხა კანონი და ნახა, რომ არის აბსოლუტურად უმტკივნეულო დარეგისტრირება. იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, "სირცხვილია" რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში. აი დანარჩენებს შეიძლება, ეს პასუხიც მივცეთ. თუმცა სირცხვილიამ, ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ისედაც წაგებისთვის იყო წაგებული", - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილია“  რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდება. ორგანიზაციის  წევრებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თავად გაასაჯაროვეს და მიზეზები 9 წუთიან ვიდეო რგოლში განმარტეს.