„სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრირდება

31.08.24 10:11
„სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრირდება

სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილია“  რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდება. ორგანიზაციის  წევრებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თავად გაასაჯაროვეს და მიზეზები 9 წუთიან ვიდეო რგოლში განმარტეს.

სამოქალაქო აქტივისტების ამ ნაბიჯს საზოგადოების ნაწილში დიდი პროტესტი მოყვა, რადგან მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც 20 ივნისის  მოვლენების დროს შეიქმნა, ყოველთვის პროტესტის ეპიცენტრში იდგა, მათ შორის  აპროტესტებდნენ   რუსულ კანონს, მოძრობის წევრები იდგნენ რუსული კანონის წინააღმდეგ ყველა აქციაზე და სპეცრაზმის დარბევის დროს მოძრაობის  არაერთი წევრი საავადმყოფოშიც კი მოხვდა.

რითი ხსნიან ამ გადაწყვეტილებას „სირცხვილიას“ წევრები:

  • ორგანიზაციას აქამდეც ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტს, და ამის ფორმალურად გაფორმებას „დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყებს, უკვე მოიტანა“;
  • „კანონის ახალი რედაქციით აგენტის სტატუსი არაა გათვალისწინებული, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს, მიიღებს თუ არა ორგანიზაცია აგენტის სტატუსს – ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე“;
  • „ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია შედარებით ნაკლებად ცუდი ვარიანტი საქმისთვის“;
  • „ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასახული მიზნები, — გვიახლოვდება არჩევნები, – მას შევხვდეთ მზად და შევინარჩუნოთ ორგანიზაცია და რესურსები, არ დაგვეკისროს ჯარიმა;
  • „ხელისუფლება კანონით იტოვებს უფლებას, [თუ არ მოხდება ნებაყოფლობით რეგისტრაცია], იძულებით დაარეგისტრიროს ორგანიზაცია“;

ვიდეოში აქტივისტები ამბობენ, რომ მრავალჯერადი ჯარიმების გამო ორგანიზაცია, ერთხელ, ვეღარ შეძლებს ჯარიმების გადახდას და შეაჩერებს მუშაობას, ხოლო სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას.