„სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია - ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა - მაქარაშვილი
2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს „სირცხვილიაში“ -ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი წერს.
მაქარაშვილის თქმით, „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია"
სირცხვილიას გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოსტზე დამთაგეს, მწერენ, მედიები რეკავენ და მიწევს განმარტების გაკეთება!
ომის დაწყებიდან 2 კვირაში უკრაინისკენ დავიძარი და მას მერე დროის უდიდეს ნაწილს იქ ვატარებ, რამაც ბუნებრივია ჩამომაშორა ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საქმიანობას!
ამას უკვე მოყვა ჩემი ოფიციალური წამოსვლა ორგანიზაციიდან (შესაბამისი გადაწყვეტილება იძებნება საჯარო რეესტრში) და ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო!
სირცხვილია მუდმივად იყო ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ხალხის მისვლა და წამოსვლაც ძალიან ბუნებრივი ამბავი მგონია!
ამიტომაც თავის დროზე არ ჩავთვალე საჭიროდ რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება.
ავდექი და წამოვედი ისე, როგორც არაერთი ჩვენიანი მოიქცა.
შესაბამისად უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში!
რაც იმას ნიშნავს რომ სირცხვილიას არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია.
ორგანიზაციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი უბრძოლიათ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის!
მათ აქვთ საკმარისზე მეტი გამოცდილება, კომპეტენცია და განათლება იმისთვის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცენ, ასე რომ ჩემგან ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება!
აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა", - წერს მაქარაშვილი.
სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდება. ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თავად გაასაჯაროვეს და მიზეზები 9 წუთიან ვიდეო რგოლში განმარტეს.