"როგორ გაიგებდით გამოთქმას: "კარები იხურება, შემდეგი გაჩერებაა "ნაღალატევი" - პარლამენტის წარმომადგენელი ენათმეცნიერს
"თქვენ, როგორ გაიგებდით გამოთქმას - "კარები იხურება, შემდეგი გაჩერებაა "ნაღალატევი" - ამ კითხვით მიმართა ენათმეცნიერს, მარინა ბერიძეს, პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე კუპრავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც სხდომათ დაბრაზში სიცილი და ხმაურიანი შეძახილები მოყვა.
საჯარო მოხელე, რომელმაც საზოგადოებას თავი სიტყვა „უცხოს“ უცნაური განმარტებით დაამახსოვრა, პროცესზე მისულ მოწმეს ჯერ განმარტებებს სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო სთხოვდა, შემდგ კი მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა.
დღეს რუსული კანონის განხილვის ბოლო ეტაპია. მოწმის გამოკითხვის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, შემდეგ კი მოსამართლეები სათათბიროდ გავლენ და საბოლოო ევრდიქტამდე, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის აღსრულება, გადაწვეტილებაზე ისმჯელებენ.