“არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ რუსულ კანონს" - ნინო ევგენიძე

02.09.24 13:58
“არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ რუსულ კანონს" - ნინო ევგენიძე

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ დაემორჩილნენ რუსულ კანონს, რადგან  საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია.

ევგენიძის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ჰქონდეს თავისი ღირსეული ადგილი.

ჩვენ, ისევე როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 99%, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ამ ღირსების შემლახავ "რუსულ კანონს", იმიტომ, რომ ის ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ ნაბიჯების [გადადგმა] და იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია.

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ყოველთვის ჰქონდეს თავისი ღირსეული ადგილი მოწინავე ქვეყნებსა და განვითარებულ დასავლურ სამყაროს წევრებს შორის," - განაცხადა ევგენიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერი ე.წ აგენტების რეესტრში დარეგისტრირების ბოლო დღეა. 

ასევე ნახეთ: