მეუფეები მიდიან და მოდიან, მაგრამ დედა ეკლესია დგას - ალუდა ღუდუშაური
“მეუფეები მიდიან და მოდიან, ისევე როგორც პოლიტიკოსები, მაგრამ დედა ეკლესია დგას“- ასე ეხმაურება “ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ალუდა ღუდუშური სასულიერო პირების განცხადებას და გაბრაზებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ისინი ივანიშვილის იდეას, მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, არ იზიარებენ.
ღუდუშაური მეუფე ნიკოლოზს მცდარი განცხადებების გაკეთებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ მას აღიარება სჭირდება.
შეუცდომელი მხოლოდ მაცხოვარია, მცდარი განცხადება შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ ამა თუ იმ პირს. პირდაპირ ვიძახი, რომ მათ შორის მეუფესაც, მისი განცხადება იყო აბსოლუტურად მცდარი და მიუღებელი, შეცდომას სჭირდება აღიარება და ეს მისი ნებაა, მაგრამ მეუფის აზრი არის მცდარი და მიუღებელი და მეუფეები მიდიან და მოდიან, ისევე როგორც პოლიტიკოსები, მაგრამ დედა ეკლესია დგას“, - აცხადებს ღუდუშური.
30 აგვისტოს ირაკლი კობახიძე სასულიერო პირებს შეხვდა, რა დროსაც, პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, მეუფე შიოს დათანხმებას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინათ.
მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, კიდევ ერთი საკითხი მე-8 მუხლში ჩანაწერის შეტანას ეხებოდა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფოების საყრდენად ეკლესია გამოცხადდეს. მისივე ცნობით, კიდევ ერთი შეთანხმება ეკლესიის როლის გაძლიერებას ეხებოდა.
ამასთან, მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ეკლესია საკუთარ მოღვაწეობას კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც განაგრძობს და მმართველი გუნდის შეთავაზებაზე კატეგორიული წინააღმდეგია.