"ღარიბაშვილი არის იმ კაცის მონა" - ჯაფარიძე

02.09.24 17:53
"ღარიბაშვილი არის იმ კაცის მონა" - ჯაფარიძე

"ღარიბაშვილი არის იმ კაცის მონა" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გირჩი ჯაფარიძემ "პირველებთან" გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "ზოგჯერ ხალხი უკეთესის ძიებაში უარესს ირჩევს". ჯაფარიძის თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილს ნებისმიერი გამვლელიც კი სჯობს, რადგან ის არც დამოუკიდებელი და არც თავისუფალი ადამიანი არ არის".

განცხადება, რომ უკეთესის ძიებაში უარესი მივიღოთო, ღარიბაშვილზე უკეთესი არის ნებისმიერი. აქ რუსთაველეზე შეგვიძლია გავიაროთ, ნებისმიერი გააჩერო და ის სჯობს ღარიბაშვილს, რადგან ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი იქნება, ვიდრე ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი არის იმ კაცის მონა და მეტი არაფერი. ხალხის მობილიზების პრობლემა აქვთ, რადგან არ ჰყავთ მათ გულწრფელი და იდეური მომხრეები. ვინც ჰყავთ ეს არის დაქირავებული ადამიანები, რომელთაგანაც სხვადასხვა ბენეფიტებს იღებენ, ან სხვადასხვა ტიპით დაშანტაჟებული ჰყავთ და ამით აიძულებენ, რომ სხვადასხვა აქციებში მიიღონ მონაწილეობა. ეს ჩანს იმ აქციებში, რასაც ატარებენ. დაფოტოშოპება სჭირდებათ, რომ გაამრავლონ, ვითომ ბევრი ხალხია", - ამბობს ჯაფარიძე.