„მინდა ღუდუშაურის ნათქვამი გავიხსენო, როცა მან თქვა, რომ მეფეები მიდიან და მოდიან, ხოლო ეკლესია იქნება - მე მას ვეთანხმები, მეფეები მიდიან და მათ შორის ივანიშვილიც წავა და ეკლესია იქნება" - კორძაია
„მინდა ალუდა ღუდუშაურის ნათქვამი გავიხსენო, როცა მან თქვა, რომ მეფეები მიდიან და მოდიან, ხოლო ეკლესია იქნება - მე მას ვეთანხმები, მეფეები მიდიან და მათ შორის ივანიშვილიც წავა და ეკლესია იქნება” - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია საკონსტიტუციო ჩანაწერის შექმნას საპატრიარქოზე.
“მეუფეები მიდიან და მოდიან, ისევე როგორც პოლიტიკოსები, მაგრამ დედა ეკლესია დგას“- ასე ეხმაურება “ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ალუდა ღუდუშური სასულიერო პირების განცხადებას და უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ისინი ივანიშვილის იდეას, მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, არ იზიარებენ.
ღუდუშაური მეუფე ნიკოლოზს მცდარი განცხადებების გაკეთებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ მას აღიარება სჭირდება.