ოპოზიციის კავშირების შიში - "ძლიერი საქართველოს" პასუხი თალაკვაძის
"ქართული ოცნების" კონსპირაციული თეორია - მმართველი პარტიის დეპუტატები "ძლიერი საქართველოს" ლიდერებისა და შვედეთის საგარეო განვითარების მინისტრთან ღია შეხვედრის შესახებ მედიაში გასული კადრების შემდეგ, მინიშნებებს უცხოურ დაფინანსებაზე აკეთებენ.
კონსპირაციული თეორიის ავტორი არჩილ თალაკვაძეა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ არაერთი დონორი პრობლემებში შეიყვანა":
უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ უკვე რომ პრობლემებში შეიყვანა არაერთი დონორი ეს ჩანს. არ გამოვრიცხავ, რომ ამაზეც იყო საუბარი. თავს იმართლებდნენ ამ შეხვედრაზე, რამე ახალ გეგმაზე თანხმდებოდნენ თუ ახალ პროექტზე თანხმდებოდნენ, ეს ნამდვილად არ ვიცი. ერთი კი ვიცი - გამჭვირვალობის კანონმა გამოააშკარავა ძალიან ბევრი ფარული კავშირი, ფარული არხები, რომლითაც ოპოზიცია სარგებლობდა თურმე ზოგჯერ არასამთავრობოს ამოფარებული, ზოგჯერ ტელევიზიას თუ, ექსპერტების საქმიანობას ამოფარებული.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს ოპოზიციის კავშირების და მოახლებული მარცხის ეშინია.
მათ ძალიან აღიზიანებთ რომ ჩვენ ვხვდებით დასავლელ პარტნიორებს, მათ ვუხსნით, რას ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. როგორ ვაპირებთ, სწრაფად დავიწყოთ ევროპული დღის წესრიგით მოძრაობა და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე შეინარჩუნონ მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი მოგვცემს ჩვენ ოპოზიციას მოგვცემს ჩვენ მანდატს და შესაძლებლობას რომ ქვეყანას ის უბედურება ავაცილოთ, რაც პუტინისტური რუსეთის წიაღში ელოდება. სწორედ ამას უპირებს ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" ქართული კოშმარი. მე დავამატებდი - დღეს ქართული ოცნება "რუსული კოშმარია" და ეს დღეს ყველამ იცის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
თალაკვაძეს და სხვებს ეშინიათ, რომ სრულდება მათი კორუმპირებული რუსული რეჟიმი 26 ოქტომბერს,