"სამარცხვინოა" - კობახიძე ISFED-ის ანგარიშზე
საქართველოს მოქმედი პრემიერი ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგ "სამარცხვინოს" უწოდებს და მესამე სექტორისგან განმარტებებს ითხოვს.
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი მოშლილი არ არის, როგორც ამას მკვლევარები ვრცელ ანგარიშში ასაბუთებენ.
ამასთან, ირაკლი კობახიძეს იერიში საერთაშორისო პარტნიორებზე მიაქვს და ქვყენის სტრატეგიულ პარტნიორებს მმართველ პარტიაზე უსამართლო თავდასხმაში ადანაშაულებს - "არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა სინამდვილეში არ არსებობს, ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან".
ერთ-ერთი მაინც დაასაბუთეთ, რომელია სერიოზული. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. არჩევნები არის დაწყებული, სად არის წაშლილი ზღვარი, რით საბუთდება წაშლილი ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.
რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა სინამდვილეში არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან. როცა გამოდიან და გვემუქრებიან მაგალითად სანქციებით, რის გამო თან, რომ სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, მეტი ხომ სალაპარაკო არაფერი აქვთ. ამ დროს გემუქრებიან სანქციებით, აქ არ უნდა დაიცვა თავი? რა შუაშია ანტიდასავლური რიტორიკა. რუსული კანონის არის ცრუპენტელობა, რაც არაერთხელ გითხარით. ეს კანონი არის ქართული", - ამბობს კობახიძე.
საჯარო მოხელეების იძულება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი ზღვარი, პოლარიზებული გარემო და მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა - როგორ გამოიყურება წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში? მონიტორინგის ანგარიში "სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროა.