დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის მეთაური ხდება
"ქართულ ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის მეთაური ხდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა უკვე წარადგინა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დაუდასტურა.
ირკვევა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა უკვე წარადგინა.
კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეირჩა დეპუტატ მგალობლიშვილის კანდიდატურა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატი "ცნობილი ოჯახის შვილია" და “ენგურს გაღმა ურთიერთობის საკითხების მოგვარებაში“ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა.
ბატონი ლევანი არის სოხუმელი, ცნობილი პიროვნება და ოჯახის შვილი, ის მოქმედი პარლამენტის წევრია, მას ყველა ძალიან კარგად იცნობს, და როცა დადგა საკითხი ახალი თავმჯდომარის შერჩევის, იყო რამდენიმე, თუმცა უმრავლესობა ლევანის კანდიდატურაზე შეჩერდა“, - უთხრა “პირველებს“ გამახარიამ.
რაც შეეხება თავად მგალობლიშვილს - მან “პირველების“ კითხვებს არ უპასუხა.
ცნობისთვის, ლევან მგალობლიშვილმა ორი კვირის ვადაში სამთავრობო გუნდი და პროგრამა უნდა შეიმუშაოს და საქართველოს პრემიერ მინისტრს უნდა წარუდგინოს. ირაკლი კობახიძის თანხმობის შემთხვევაში კი ლევან მგალობლიშვილს უზენაესი საბჭო პლენარულ სხდომაზე მოუსმენს და ამის შემდეგ მხარს დაუჭერს.
ინფორმაცია, რომ რუსლან აბაშიძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს დღეს, 4 სექტემვერს გახდა ცნობილი.
მგალობლიშვილმა საზოგადოებას თავი საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბებით დაამახსოვრა, რა დროსაც მან დეპუტატ ქალებს აგინა და საცემად გაიწია. ასევე tvpirveli.ge-ს არქივში ინახება მასალა, სადაც დეპუტატი რუსული კოტეჯებით არის დაინტერესებული.