"მათიკაშვილი მოღალატეობრივ საქციელში ვამხილე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ოცნების" დეპუტატს მონა ეძახა

05.09.24 11:57
"მათიკაშვილი მოღალატეობრივ საქციელში ვამხილე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ოცნების" დეპუტატს მონა ეძახა

პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელმაც მიუნხენის აეროპორტში დავით მათიკაშვილს მონა ეძახა - ნინო შველიძე "პირველებთან" გუშინდელ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის მოღალატედ მოხსენიებას არ ნანობს.

მეტიც, როგორც ნინო შველიძე განმარტავს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის საკუთარი სათქმელის მიტანა სურდა, თუმცა აქამდე ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. 

ამასთან, მოქალაქე იმასაც აღნიშნავს, რომ "ოცნების" არაერთი დაშინების მცდელობისა, რაც პირების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას გულისხმობს, მასზე არ იმოქმედა და ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა, საკუთარი სიტყვა თამამად უთხრა. 

მე ვამხილე იგი მოღალატეობრივ საქციელში, რომელიც საქართველოს წინაშე ჩაიდინა. მან საპირისპიროდ მეძახა მონა და ამიტომ შემდეგ მეც ვუთხარი, რომ მონა იყო. სიტყვა მონა არ დამიძახია, დავუძახე, რომ მოღალატე იყო. თავის სახელი ეტყობა კარგად იცოდა და მონა, მონას მეძახდა. იმ მომენტში ვიგრძენი, რას გრძნობს მსხვერპლი, როცა მოძალადეს ხედავს. არცერთი აქცია არ გამომიტოვებია და პირადად ბევრჯერ დავზარალდი იმის გამო, რომ ეს ბატონი სახლში წასულიყო მშვიდად. ჩემზე დაშინებამ არ იმოქმედა, რადგან ჩემთვის უფრო რთულია ვიცხოვრო იმ გაგებთ და იმ საქციელთან ერთად, რომ მე გავჩუმდი იმ დროს, როდესაც შემეძლო, რომ ხმა ამომეღო", - ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით მათიკაშვილს, აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს