დავით მათიკაშვილს აეროპორტში მონა და სამშობლოს გამყიდველი ეძახეს (ვიდეო)
რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, დავით მათიკაშვილს აეროპორტში "მონა და სამშობლოს გამყიდველი" ეძახეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, "ოცნების" დეპუტატი საქართველოს მოქალაქეს ეუბნება, რომ "უზრდელია" და სინამდვილეში (რუსული კანონის მიღებით) მას "პატივი სცა და ამას გვიან მიხვდება".
"რა გწყინს? - შენი საქციელი მოღალატეობრივია", "შენ ჩემი ბავშვების მომავალს ყიდი" - ასეთია მოქალაქის რეაქცია მათიკაშვილის თავის მართლებაზე.
დეპუტატი ისე გაღიზიანდა, რომ მოქალაქეს ბოლოს "მიშას მონა" უწოდა.
"მიშას მონა იყავი შენ, მანამდე შევარდნაძის, ახლა - ბიძინასი ალბათ... მე რომ მონა ვყოფილიყავი, შენ ადგილზე ვიჯდებოდი და სხვა მომაძახებდა მონას" - ამბობს მოქალაქე "ქართული ოცნების" დეპუტატის საპასუხოდ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“