ამომრჩევლის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ - კორუფციის მკვლევარები აუდიტს მიმართავენ

09.08.21 11:25
ამომრჩევლის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ - კორუფციის მკვლევარები აუდიტს მიმართავენ

კორფუციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე მიიჩნევს, რომ ოზურგეთის "ქართული ოცნების" ოფისში ფულის დარიგების ფაქტი  აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს. დონაძის შეფასებით, "ოცნება" ცდილობს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველი მოისყიდოს. 

ოზურგეთის "ქართული ოცნების" ოფისში ფულის დარიგება ეს არის დადასტურებულად ამომრჩევლის მოსყიდვა. აუდიტის სამსახურმა უნდა დაიწყოს მოკვლევა, გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და გადასცეს პროკურატურას და შეისწავლოს ეს საკითხი, რადგან "ქართული ოცნება" კვლავ აგჰრძელებს არჩევნების ყიდვას, გადაწყვეტილი აქვს, რომ განახორციელოს ამომრჩევლის მოსყიდვა", - ამბობს ბესიკ დონაძე. 

ცნობისთვის, გუშინ, 8 აგვისტოს,  ტვ პირველმა ოზურგეთში, "ქართული ოცნების" შტაბში ფულის დარიგების კადრები დააფიქსირა. შტაბის წევრი გელა ჭანუყვაძე მოქალაქეს ფულს, 400 ლარს გადასცემს. შენობაში ასევე იმყოფებოდა  გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. მისი განმარტებით, მოქალაქეს ფული წყლის საყიდლად მისცეს.