"ოცნების" წევრი გარდაიცვალა - მიქანაძე ოპოზიციას ადანაშაულებს
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათი პარტიის წევრი პოლიტიკური ნიშნით დაწყებული კამათის შედეგად გარდაიცვალა.
გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ წყალტუბოში ერმილე გიგიაძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც "ენმ-ის წარმომადგენელი "ოცნების" ოფისში მივარდა, გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ნერვიულობის ფონზე ადგილზევე გარდაიცვალა".
გუშინ, წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა", – თქვა გივი მიქანაძემ.