მუხთარლის ადვოკატი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ საქმე გამოძიებული არ ყოფილიყო

05.09.24 15:21
მუხთარლის ადვოკატი: სახელმწიფო  ყველაფერს აკეთებდა, რომ საქმე გამოძიებული არ ყოფილიყო

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა და შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო გადაწყვეტილების გამოტანა - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატმა, საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა. 

არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინა ეფექტური, საფუძვლიანი გამოძიება და პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა.

ადვოკატის განცხადებითვე, ქართველი  სამართალდამცავების არასრულფასოვანი გამოძიების გამო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში მოხვედრის ზუსტი გარემოებების დადგენა.

სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს არა იმისათვის, რომ საქმე ყოფილიყო გამოძიებული, არამედ სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს, რომ ყოფილიყო გამოძიების იმიტაცია და რეალურად ეს საქმე არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ", - თქვა ჩოფიკაშვილმა.

აფგან მუხთარლიმ ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო.  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი "პირბელებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება ბიძინა ივანიშვილის გაცემულია და ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.