ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთზე მიერთების გეგმა - კონფლიქტოლოგები "ოცნებას" რეაგირებისკენ მოუწოდებენ

06.09.24 12:39
ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთზე მიერთების გეგმა - კონფლიქტოლოგები "ოცნებას" რეაგირებისკენ მოუწოდებენ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების შესახებ განცხადებები გააკეთა, კონფლიქტოლოგები საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პირდაპირ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადოს. მისი თქმით, რუსეთი ახლა აფხაზებს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და სახმედრო დახმარების სანაცვლოდ "ვალის" დაბრუნებას" სთხოვს.

რუსეთი ითხოვს ვალის დაბრუნებას აფხაზებისგან იმ აღიარებაზე, სამხედრო დახმარებაზე. დღეს აფხაზებს, რომლებსაც თავი მართლა „დამოუკიდებლები“ ჰგონიათ და ე.წ. კანონი აპარტამენტების შესახებ არ მიიღეს, ზღვისპირეთის ზოლი არ გადასცეს, რუსებმა დაიწყეს იმ ბერკეტების გამოყენება, რაც აქვთ. შეუწყვიტეს დაფინანსება, ხვალ შეუქმნინა სხვა პრობლემებს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რუსული ინტერესები გადატარდეს. აქ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ განცხადებ, საქართველოს მხარემ, რომ ჩვენ ვართ მზად, უპირობოდ დავეხმაროთ აფხაზებს, უპირობოდ დავეხმაროთ ჯანდავაში, ენერგეტიკაში. რა თქმა უნდა, რუსები ამას არ გაგვაკეთებინებენ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა ნახოს, რომ  ვიღაცა მათზე ზრუნავს, - ამბობს „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

მოძრაობა „აფხაზეთისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ჭითანავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი დუმილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ მარტო ტოვებს. მისი თქმით, "ოცნება" ახლა ცდილობს, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან კონფრონტაცია თავიდან აირიდოს. 

საქართველოს ხელისუფლება თავისი დუმილით ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პრაქტიკულად, ერთი ერთში ტოვებს მარტოს ოკუპანტ ქვეყანასთან, რითაც სწირავს ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ოკუპირებულ აფხაზეთშიც და ცხინვალშიც, ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. ცდილობს, თავი აარიდოს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს თანამდებობის პირებთან კონფრონტაციას, - ამბობს მოძრაობა „აფხაზეთისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ჭითანავა.

მოძრაობა „აფხაზეთისთვის“  კიდევ ერთი ლიდერი ნუკრი ნოდია პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს სრულ ანექსიას გეგმავს. მისი თქმით, ამ ფაქტს "ოცნება" მოუმზადებელი შეხვდა, რადგან ქვეყნის დეოკუაპციის გეგმა და სტრატეგია გაახლებული არ აქვს. 

რაც შეეხება იმას, რომ აპირებენ მიერთებას და სრულიად ანექსიას ოკუპირებული ტერიტორიების, ეს არის რუსეთის გეგმა. პირველი ნაბიჯი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მოახდინოს და შემდეგ სრულიად საქართველოს ანექსია. ხელისუფლება ამ ყველაფერს მზად არ შეხვდა, იმიტომ, რომ არ არის გაახლებული სტრატეგიული გეგმა, სახელმწიფოებრივი ხედვა, როგორ აპირებს სახელმწიფო დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ესენი დუმილის რეჟიმში არიან და აკვირდებიან მხოლოდ და მხოლოდ ამას. პირიქტ, ამ დროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უნდა იყვნენ საქმის კურსში ამ ფაქტთან დაკავშირებით, - ამბობს მოძრაობა „აფხაზეთისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ნოდია.

 პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა. გამოცემა "ნიუს რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.