„ქართული ოცნება“ შეშინებულია - სამნიძე
ოპოზიცია ფიქრობს, რომ სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მიზნები გააშიშვლა.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, ხათუნა სამნძის თქმით, "ოცნება" ახლა შეშინებულია და სწორედ ამიტომ უნდა გაქრეს ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს.
ოპოზიციონერი ასევე საუბრობს ივანიშვილზეც და ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებლის ოცნება ქვეყნის მარტო მართვაა, რასაც სამნიძის თქმით, ის ვერ მიაღწევს.
შეშინებულია „ქართული ოცნება“. მას ეშინია კრიტიკის, კონტროლის, ზედამხედველობის და სწორედ ამიტომ უნდა, რომ გაქრეს ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს ან შესაძლებლობა, რომ გააკონტროლოს მისი გადაწყვეტილებები იქნება ეს თუ ხარჯვა კონკრეტული თანხების. შიში არის პირველი, რაც ჩანს. მეორე - დასტური, რომ მათ სურთ, მარტონი იყვნენ მთელ ქვეყანაში და მარტო მართონ ეს ქვეყანა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომელსაც ვერ მიაღწევს", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.