ნაცვლიშვილი: როდესაც "ოცნება" ღიად დიქტატურის გაფორმებას აანონსებს, დარწმუნებული ვარ, ეს შევა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში

06.09.24 13:36
ნაცვლიშვილი: როდესაც "ოცნება" ღიად დიქტატურის გაფორმებას აანონსებს, დარწმუნებული ვარ, ეს შევა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნების" ღია დაპირება დიქტატურის გაფორმების დაანონსების შესახებ მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში აუცილებლად შევა, რადგან მისი თქმით, ასეთი პირდაპირობა მსოფლიო ისტორისიითვისაც კი გამონაკლისი შემთხვევაა.

ცნობილი დიქტატორები და ავტოკრატებიც კი თავის რეალურ ზრახვებს წინასაარჩევნოდ მალავდნენ გარკვეულ მიმზიდველ გზავნილებში. ასეთი რამ, დარწმუნებული ვარ, შევა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში, როდესაც ღიად, საარჩევნო დაპირებად პოლიტიკური ძალა აანონსებს დიქტატურის გაფორმებას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.  თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.