ხელისუფლება განა დემოკრატიას ებრძვის, თავის ინტერესებს იცავს - ქადაგიშვილი
"ოცნება" ამტკიცებს, რომ საქართველოში დიქტატურა არ არის. ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არა დემოკრატიას ებრძვის, არამედ თავის ინტერესებს იცავს, რაც მისი თქმით, ყოველთვის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის.
მისი თქმით, ქვეყანას იზოლაციაში მოქცევის საფრთხე არ ემუქრება.
,,ეს კი არ არის დიქტატურა, ის არის ნეოკოლონიასტური დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, როდესაც სახელმწიფოში არის ხელისუფლება, რომელიც განა დემოკრატიას ებრძვის ან ზღუდავს, იცავს თავის ინტერესებს, პარალელურად დემოკრატიის არსებობისა. მაგრამ ეს თავის ინტერესების დაცვა, ყოველთვის შენ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან ბოლომდე თანხვედრაში არ მოდის, ამიტომ ესეთ პატარა ქვეყანაზე აწარმოებ ზეწოლას, იმიტომ რომ შენ დიდი ხარ. ვერავითარ იზოლაციაში ქვეყანა ვერ მოექცევა, იმიტომ რომ არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ასეთი გამჭვირვალე, დემოკრატიული სახელმწიფო მოექცეს იზოლაციაში", - ამბობს ქადაგიშვილი.
სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.