"დაფინანსების შეწყვეტაზე მოთხოვნა არ ყოფილა" - ვოლსკი შაჰინის განცხადებაზე
"ქართული ოცნება" ჯინ შაჰინს არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამბობს, რომ მოთხოვნა არა დაფინანსების შეწყვეტაზე, არამედ ისეთი პროგრამების დაფინანსების შეწყვეტაზე იყო, რომელიც "ოცნების" წევრის მტკიცებით, "პოლიტიკაშია შეჭრილი".
ვოლსკი ამბობს, რომ სენატორის შეფასება არაობიექტურია.
შეწყვიტოს დაფინანსება, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. შეწყვიტოს ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ შემოჭრილია პოლიტიკაში და არა მარტო შემოჭრილია, არის რადიკალური მოთხოვნების და რადიკალური ქმედებების არა მარტო მხარდამჭერი, არამედ პირადად ჩამდენი. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს შეფასება არის, რბილად რომ ვთქვათ არაობიექტური", - ამბობს ვოლსკი.
სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.