ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თეთრზე შავს მეუბნება ჩრდილოელი, სამხრეთელი, დასავლელი თუ აღმოსავლელი - მაჭავარიანი
''ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ პარტნიორებთან "ოცნების" მხრიდან მოწოდებები მხოლოდ ისეთი დაფინანსების გადახედვაზე არის ხოლმე, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას და რადიკალიზმის დათესვას ეხება.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თეთრზე შავს მეუბნება ჩრდილოელი, სამხრეთელი, დასავლელი თუ აღმოსავლელი, მე არასდროს დავიჯერებ, რომ თეთრი შავია - ამბობს მაჭავარიანი.
თუ ჩვენი მხრიდან არის რაიმე ტიპის მოწოდებები ჩვენი პარტნიორების ქვეყნების მიმართ, რაიმე ტიპის დაფინანსების გადახედვაზე ან უფრო გამჭვირვალობაზე, ეს არის, მხოლოდ ისეთი ტიპის დაფინანსებებზე საუბარი, რომელიც ეხება პოლარიზაციის გაღრმავებას და რადიკალიზმის დათესვას ქვეყანაში. შესაბამისად, ეს ყველაფერი იზრდება შემდეგ უკვე რაღაცა ლიბერალურ ფაშიზმში გადადის. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თეთრზე შავს პირადად მე მეუბნება ჩრდილოელი, სამხრეთელი, დასავლელი თუ აღმოსავლელი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე არასდროს არ დავიჯერებ, რომ თეთრი შავია და არასდროს არ დავიჯერებ, რომ ორჯერ ორი არის ხუთი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იტყვის", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.
- კობახიძის ერთ-ერთი სურვილი იყო, რომ პარტნიორებს შეეწყვიტათ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება- ჯინ შაჰინი
- "მათ სურთ დიქტატურა და არა დემოკრატია" - ჯინ შაჰინი "ოცნებაზე"