ეს არის წმინდა წყლის ტყუილი - კობახიძე შაჰინის განცხადებაზე

06.09.24 15:29
ეს არის წმინდა წყლის ტყუილი - კობახიძე შაჰინის განცხადებაზე

ერთი დახურული შეხვედრა და ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გზავნილი - ირაკლი კობახიძე ჯინ შაჰინს ტყუილში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სენატორთან შეხვედრაზე კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ არაფერი უთქვამს. 

სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს - ამბობს საქართველოს პრემიერი სენატორზე. 

მე მიწევს სამწუხაროდ უხეში განცხადების გაკეთება, რაც თქვა სენატორმა შაჰინმა ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ესეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის", - განაცხადა კობახიძემ. 

სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.  თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.