"ასეთ ტყუილებს არანაირი ფასი არ აქვს" - კობახიძე The Washington Post-ის სკანდალურ სტატიაზე

06.09.24 15:40
"ასეთ ტყუილებს არანაირი ფასი არ აქვს" - კობახიძე The Washington Post-ის სკანდალურ სტატიაზე

სადაც არ უნდა დაიბეჭდოს ტყუილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე The Washington Post-ის სკანდალურ სტატიას. 

საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ გავლენიანი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიას მისთვის არანაირი ფასი არ აქვს.

,,თქვენ ხომ იცით, რომ ეს არის ტყუილი, აქედან გამომდინარე ასეთ ტყუილებს, სადაც არ უნდა დაიბეჭდოს, არანაირი ფასი არ აქვს და ვერ ექნება ვერც საზოგადოებისთვის ვერავითარი ფასი. სადაც არ უნდა დაიბეჭდოს ტყუილი ვერ იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კობახიძემ. 

"უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის"- სტატიას ამ სათაურით The Washington Post აქვეყნებს.  გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის პარტიას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურიი პარტიების გაუქმების გეგმა აქვს. სწორედ ივანიშვილის ამ განცხადების გამო The Washington Post-ის ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ თუ არ იარსებებს თავისუფალი კონკურენცია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის,  მაშინ აღარ იარსებებს დემოკრატია. The Washington Post ასევე წერს, რომ "ოცნების" რუსული კავშირების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიის ერთგული რჩება.