პაპუაშვილი: არ გვინდა, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგია

06.09.24 16:56
პაპუაშვილი: არ გვინდა, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგია

არ გვინდა, რომ საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგია - ასე პასუხობ ჯინ შაჰინის სკანდალურ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილის მტკიცებით, დონორებთან არაერთხელ უსაუბრიათ იმის თაობაზე, რომ დაფინანსებულ ენჯეოებს ყურადღება მიქცეოდა, პარტნიორებისგან "თავდახრაც" მიუღიათ", თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამას შედეგი არასდორს მოჰყოლია. 

მე არაერთხელ მქონდა ამაზე დონორებთან საუბარი, რომ მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მიაქციონ ყურადღება იმ მხრივ, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, სიძულვილის ენის გავრცელებაში. მაგალითებიც არაერთხელ მომიყვანია მათთვის. არის ჩუმი თავდახრა, დათანხმება რაღაც საკითხებთან, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ყოველთვის იყო ნული. ის, ვინც ამბობს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაიმე პრობლემა კრიტიკულ დისკუსიასთან, ის ცრუობს. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის კარგი", - ამბობს პაპუაშვილი. 

სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ პრემიერი კობახიძე გავლენიან პოლიტიკოსებს ამერიკული დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.  თბილისიდან ვაშინგტონში დაბრუნებუნ ჯინ შაჰინს რჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურის დამყარება სურთ.