ირაკლი ეძგვერაძე 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულია - მომდევნო სხდომა 13 სექტემბერს ჩაინიშნა
ირაკლი ეძგვერაძე 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულია - მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშა.
წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე გამოიკითხება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი ზუბადალაშვილი, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამავე საქმეზე ე.წ. ბარიგების დაკითხვას ითხოვს, ვისგანაც უშუალოდ ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.
- ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.