"ჩემი და ირაკლი ნადირაძის დაკავება პოლიტიკური ნიშნით შერჩევაა" - ეძგვერაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ეძგვერაძე გლდანში განვითარებული მოვლენების უკან ივანიშვილის ხელისუფლების კვლას ხედავს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მისთვისა და ირაკლი ნადირაძისთვის ხელბორკილების დადება "პოლიტიკლური ნიშნით შერჩევაა".
ამასთან, ირაკლი ეძგვერაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც გომელაურის უწყება ე.წ. ბარიგების დაკითხვას ითხოვს, აბსურდად აფასებს.
დღესაც არ მჯერა, რომ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ვისაც აკავებდით თურმე, ხომ ამბობენ ვერსიას, რომ ნარკორეალიზატორებს აკავებდნენ, მოწმედ უნდა დაიბარონ დასაკითხად. როგორ შეიძლება ეს ადამიანები მოწმედ დაიბარონ. მოწმედ მოყავთ დაკავებული ადამიანები, ნარკორეალიზატორები. ე.წ. ბარიგები უნდა მოიყვანონ მომწედ ჩემს წინააღმდეგ, რომ თურმე, მე ვიღასაც ხელს ვუშლიდი. რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ესენი პოლიციელები არ არიან, ესენი არიან საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული პოლიციელები. ეს არის პოლიტიკური ნიშნით შერჩევა", - ამბობს ირაკლი ეძგვერაძე.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.
- ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.
ამასთან, დღეს, 6 სექტემბერს ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ირაკლი ეძგვერაძე 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. შემდეგი სასამართლო სხდომა კი 13 სექტემბერს ჩაინიშა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ზუბადალაშვილი, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მოსამართლის წინაშე მოწმედ გამოსაკითხად დაიბარეს.
ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამავე საქმეზე ე.წ. ბარიგების დაკითხვას ითხოვს, ვისგანაც უშუალოდ ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.