ცესკოს, საუბნო კომისიის წარმომადგენლების არჩევა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
ცესკოს, საუბნო კომისიის წარმომადგენლების არჩევა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თანამდებობებზე "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ინიშნებიან. მაგალითად, კრწანისის საარჩევნო ოლქში, სადაც 168 წევრი უკვეე აირჩიეს, ოპოზიციის მტკიცებით 30 ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირია.
თბილისის 10 ოლქიდან 9 ოლქში ეს პროცესი ჩავარდა. ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების უმრავლესობა შეთანხმდა იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან "ოცნების" კოორდინატორების მიერ მოვლენილი წევრები, რომელთა ნეიტრალიტეტი და რომელთა ობიექტურობა არის ნულის ტოლი. შესაბამისად გადავიდნენ უკვე მეორე ნაწილზე, როდესაც დამსწრეთა უმრავლესობით ხდება ამ წევრების არჩევა და გამოვიდა საბოლოო ჯამში ის, რომ "ოცნების" წევრებმა "ოცნების" წევრები აირჩიეს", - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვანო ბურდული.
ხმაურის, დაპირსპირების და ოპოზიციის კითხვების ფონზე მიდის კადრების დანიშვნა ზუგდიდის და ოზურგეთის ოლქებშიც.
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა, რადგან სიას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მაგრამ მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს უთხრა, რომ ის პირები, ვინც საუბნო კომისიებში ინიშნებიან, პარტიული ნიშნით არიან შერჩეული:
სიაში ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა "ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის "ქართული ოცნების" წევრი, ისინი არიან "ქართული ოცნების" დავალების შემსრულებლები და შესაბამისად, არ არიან არც თავისუფალი და არც დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. კანონის მიხედვით, ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საოლქო-საარჩევნო კომისიამ, რომ ისინი არ აპირებენ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ეს არის დანაშაული, რომელიც სათავეს იღებს საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხისგან, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.
ოზურგეთში კი საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი ჩაიშალა. კანდიდატებს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე გავა. მანამდე კი, საოლქოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, სადაც დღეს კომისიის დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავნაძემ დღეს ასარჩევი პირების სია წარადგინა და თქვა, რომ ეს ,,ქართული ოცნების" მიერა დაკომლექტებული და სინამდვილეში ისინი დამოუკიდებლები არ არიან. მჟავანაძის ამ განცხადებას ადგილზე ხმაურო და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ბრალდებებს თავის მართლებით პასუხობს. ცესკოში ირწმუნებიან რომ ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია.
კონკურსის პირობები გარკვეულ ფიცს მოიცავს, საკანონმდებლოს და შეუძლებელია რომ პარტიული ნიშნით მოხდეს კომისიის წევრი. ისინი შეირჩევიან პროფესიული და გამოცდილების ნიშნით. შეიძლება, პოლიტიკური სუბიექტების ინტერესში იყოს, რომ ამ ადამიანებზე გარკვეული ზეწოლა ჰქონდეთ ან თავიდანვვე პრევენციული ხასიათის რაღაცა გავლენა შექმნან მასზე", - აცხადებს ცესკოს წარმომადგეენლი.