საარჩევნო კომისიის წევრებიდან 74 ბაგა-ბაღის თანამშრომელია - ლილე ლიპარტელიანი

07.09.24 16:04
საარჩევნო კომისიის წევრებიდან 74 ბაგა-ბაღის თანამშრომელია - ლილე ლიპარტელიანი

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო კომისიაში თანამდებობებზე "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ინიშნებიან.  „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი ადმინისტრაციულ რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებიდან 74 ბაგა-ბაღის თანამშრომელია.

მისივე განცხადებით, 30-მდე "ოცნების" აგიტატორები და ზონის უფროსები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე არიან გამწესებული.

168-იდან 74 ბაგა ბაღის თანამშრომელია და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი საბავშო ბაგა-ბაღიდან, 81-ე ბაგა ბაღიდან, 18 კონკურსანტი არის. თითქმის დაცარიელდება, ბავშვებს ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება, გაუგებარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას რომ თავი დავანებოთ. ასე არის სხვა საბავშვო ბაგა ბაღებში. 30-მდე "ოცნების" ზონის უფროსები, აგიტატორები არიან და ძირითადად, ეს ადამიანები არიან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე განმწესებული. საარჩევნო კომისიებში არ მისცეს შესაძლბელობა, რომ ტელეფონის ნომრები კონკურსანტების აეღოთ. მითითებულია გამგეობის თანამშრომლის და "ოცნების" შტაბის წევრის, მელანო ავალიშვილის ტელეფონის ნომერი", - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.  

ცნობისთვის, ცესკოს, საუბნო კომისიის წარმომადგენლების არჩევა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.