"შეიძლება უარესი სანქციებიც მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ - მესამე სექტორი ჯიმ ობრაინის განცხადებას აფასებს
"ქართული ოცნება" დუმს - ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ამერიკული სანქციების მთავარი შემოქმედის მწვავე გზავნილებს.
საუბარია, ჯიმ ობრაინის განცხადებაზე, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ "ეს არ არის მთავრობა, რომელსაც ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მწვავე გზავნილი უკვე გახდა მესამე სექტორის განხილვის თემა. სამოქალაქო საზოგადოება ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს:
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების და ბატონი ო ბრაიანის განცხადება ამის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ ვხედავთ, რომ ‘’ქართული ოცნება’’ არ ხვდება საერთაშორისო დელეგაციებს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსულ მაღალი დონის დელეგაციებს. მათი რიტორიკა, მათი განცხადებები არის მთლიანად ანტიდასავლური და ანტი ევროპული. ანუ მათი, ზოგადად ყველა ნაბიჯი არის დაცილება ევროკავშირიდან. შეიძლება კიდევ, უფრო უარესი სანქციებიც მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ,"- ამბობს "პირველებთან" IDFI-ის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი
მესამე სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ კი მმართველი ხელისუფლება მოქალაქეებს არჩევანს წაართმევს, ცივილიზებული მსოფლიო ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
‘’რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ განვითრების დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების თავისუფლად ფუნქციონირება:
თუ კი არ მოხდა ობიექტური დაკვირვება, არ მიეცა საშუალება დამკვირვებელს მუშაობის და ზოგადად, არ გვექნა სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა ცივილიზებული მსოფლიოს შეფასება იქნება როგორც არშემდგარი არჩევნები. არ ექნება ლეგიტიმაცია, იმას ვინც გამარჯვებს ამგვარი არჩევნების შედეგად.
მოსახლეობას უწევს აირჩიოს უნდა ქვეყანაში დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი. საფრთხესა და გადარჩენას შორის, როცა ადამიანს სჭირდება არჩევანის გაკეთება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების თავისუფლად ფუნქციონირება,''-ამბობს ნათია კუპრაშვილი.
‘’ევროპულ- ქართული ინსტიტუტის“ დირექტორის გიორგი მელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ძალიან ნათლად აირჩია რუსული გზა.
მელაშვილის შეფასებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება გადააფიქრებინოს ამ გზას სიარული არის 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის მისვლა საარჩევნო უბნებთან და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ძალიან ნათლად აირჩია რუსული გზა, რომლითაც სამწუხაროდ გადახვევას არ აპირებენ. ერთადერთი, რამაც შეიძლება გადააფიქრებინოს ამ გზას სიარული არის 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის მისვლა საარჩევნო უბნებთან და საკუთარი აზრის დაფიქსირება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, დახმარება და ის გზავნილები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ შეერთებული შტატებისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს უნდებოდი გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ,''- ამბობს გიორგი მელაშვილი
"ამერიკის ხმის" ინტერვიუ სრულად, ნახეთ აქ .