ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმუშავებს
ალბანეთი-საქართველოს მატჩის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს - ამის შესახებ მედიას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძემ დღევანდელ თამაშზეც ისაუბრა და თქვა, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქესთან გვიწევს პაექრობა.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთში თამაშობს. ძალიან ძლიერი მეტოქეა, რთული შეხვედრა იქნება. მე ვიცი, როგორ ელოდება დრევანდელ შეხვედას ქართველი გულშემატკივარი და შესაბამისად, რესპუბლიკის მოედანზე, გვაქვს იმის საშუალება, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს. დაყენებულია უკვე ძალიან დიდი ეკრანი. ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს, ასევე მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ მეტრო იმუშავებს ღამის ორ საათამდე", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმუშავებს
ასევე, მოქალაქეებს გვიანობამდე მოემსახურებიან ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.