საქართველო-ალბანეთის მატჩის მოლოდინში - ჯვაროსნები კიდევ ერთი ისტორიული თამაშისთვის ემზადებიან

საქართველო-ალბანეთის მატჩის მოლოდინში - ჯვაროსნები კიდევ ერთი ისტორიული თამაშისთვის ემზადებიან.
ალბანეთი-საქართველოს მატჩამდე 11 საათი დარჩა. თბილისის დროით 22:45 საათზე ყურადღების ეპიცენტრი ტირანას მთავარი სტადიონი იქნება. მატჩებზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ტირანაში უკვე იმყოფება ქართველი ქომაგების არმია. გადამწყვეტ შეხვედრამდე საგანგებო ბრიფინგი გამართეს ევროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმაც. თქვეს, რომ საქართველო ფორმაშია და დიდი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.
რა ვიცით ალბანეთის ნაკრების შესახებ:
- ეს არის მეტოქე, რომელთანაც საქართველოს ყველაზე მეტი (15) მატჩი აქვს ჩატარებული და დადებითი ბალანსითაც იწონებს თავს - ალბანეთს 8 მატჩი მოვუგეთ, 4 ფრედ ვითამაშეთ და 3 შეხვედრაში დავმარცხდით.
- ბოლო 6 დაპირისპირება მხოლოდ ამხანაგური იყო და ფრეებიც სჭარბობდა - 2 მოვიგეთ, ოთხ მატჩში დავზავდით.
- რაც შეეხება საკვალიფიკაციო მატჩებს, აქ თავიდან ზედიზედ 2-ჯერ გავიმარჯვეთ, თან ისე, რომ თბილისსა და ტირანაში გოლი არ გავუშვით. ალბანელებთან სამივე მატჩი წავაგეთ სტუმრად და ამ სამ თამაშში 8 გოლი მივიღეთ.
- ბოლოს ალბანელებთან სტუმრად, 2022 წლის 29 თებერვალს ვითამაშეთ. მატჩი 0:0 დასრულდა. ეს თამაში ერთი ფაქტით იყო მნიშვნელოვანი - ვილი სანიოლმა ამ დღეს პირველად ათამაშა გუნდი 3 ცენტრალური მცველით.