RAF-ის ოფიციალური განცხადება: მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა

13.11.26 17:33
RAF-ის ოფიციალური განცხადება: მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა

RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაბრუნდა - ორგანიზაციამ აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა.

გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ აბუ დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ კვლავ მომავალზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ჩვენთან დაბრუნდა“, – ნათქვამია ჩად ბრონსტაინის ოფიციალურ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებზე თავდასხმისთვის უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან ერთად მყოფ პირებს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ.

11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.