ვრცელდება მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის კადრები (ვიდეო)

11.11.26 22:05
ვრცელდება მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის კადრები (ვიდეო)

 

 

"სეტანტა" მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეოს აქვეყნებს - კადრებში ჩანს, რომ ინტერვიუს ჩაწერის დროს სპორტსმენს უსმან ნურმაგომედოვი უკნიდან ეპარება, თავდაპირველად ხელს ურტყამს, შემდეგ კი სასტუმროში ხელჩართული ჩხუბი იწყება. 

ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე იმყოფება.

დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან უსმან და უმარ ნურმაგომედოვები და მისი მეგობრები  მიეპარნენ და ცემა დაუწყეს.

„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“- ამბობს დვალიშვილი ვიდეოში. 

 

მსგავსი სიახლეები