ხვიჩა კვარაცხელია გინესის რეკორდების წიგნში შევიდა - ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა - 2025-2026 წლების სეზონში ზედიზედ შვიდ შეხვედრაში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პლეი-ოფის მატჩებში საგოლე მოქმედებების ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
გინესის რეკორდების წიგნში „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ 11 გუნდური და ინდივიდუალური მიღწევა მოხვდა. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი 45 გოლი, რითაც პარიზულმა კლუბმა „ბარსელონას“ რეკორდი გაიმეორა. პსჟ-ის ნახევარმცველმა ვიტინიამ კი ერთ სეზონში 1 602 ზუსტი გადაცემით რეკორდი დაამყარა.
გინესის წიგნში ასევე შევიდა პარიზული კლუბის ისტორიული გამარჯვება 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც გუნდმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა.