ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

27.10.26 18:53
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბის ცნობით, ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა.

„ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს“, – ნათქვამიაგანცხადებაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა 20 ოქტომბერს, ბარსელონასთან მატჩში მიიღო. მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. პრესტიჟული ფრანგული სპორტული გამოცემა LE PARISIEN-ის ცნობით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კვარაცხელია მოედანს, შესაძლოა, აპრილში დაუბრუნდეს.

წინასწარი მონაცემებით, კვარაცხელიას რეაბილიტაციისთვის 6-დან 9 თვემდე პერიოდი დასჭირდება.