საქართველო დღეს გიორგი ნემსაძეს დაემშვიდობა

24.10.26 16:09
საქართველო დღეს გიორგი ნემსაძეს დაემშვიდობა

საქართველო დღეს გიორგი ნემსაძეს დაემშვიდობა - საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს. გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.

გიორგი ნემსაძე - 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.