"ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ"- მერაბ დვალიშვილი საჩივრის შეტანას არ აპირებს

14.11.26 10:19
"ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ"- მერაბ დვალიშვილი საჩივრის შეტანას არ აპირებს

მერაბ დვალიშვილი საჩივრის შეტანას არ აპირებს - პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ქართველმა სპორტსმენმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ.

UFC-ის ქართველი მებრძოლი ყველა გულშემატკივარს მადლობას უხდის.

მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს. კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ. მსურს მადლობა ვუთხრა ყველას ვინც აბუ-დაბიში ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ თბილად მხვდებიან. ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - მე საჩივრის შეტანას არ ვაპირებ. მსურს მშვიდობა და საუკეთესო - ყველასთვის. მადლობა ყველას თქვენი სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის”, - წერს დვალიშვილი.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებზე თავდასხმისთვის უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან ერთად მყოფ პირებს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ.

 

მსგავსი სიახლეები