მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - კალაძე

12.11.26 10:58
მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - კალაძე

"ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება" - ასე ეხმაურება კახა კალაძე სოციალურ ქსელში მერაბ დავლიშვილზე თავდასხმას. 

თბილისის მერი ქართველ სპორტსმენს მხარდაჭერას უცხადებს.

„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!

მერაბ, შენ გვერდით ვართ!” - წერს კახა კალაძე და მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს სასტუმროში რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.