კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს
კრიშტიანუ რონალდუმ ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა და სოციალური ქსელის დახმარებით მესიჯი გაუგზავნა.
„არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე“, - წერს რონალდო.
"ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ისეთია, რასაც ვერავინ ხედავს. მე ვიცი ეს გრძნობა, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ რთულ მომენტს იმის უფლებას, ეჭვი შეგატანინოს იმაში, რამდენად შორს შეგიძლია წასვლა. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინაა" — კრიშტიანუ რონალდუ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს, რასაც დიდხნიანი რეაბილიტაციის კურსი მოჰყვება.