ძლიერ გუნდს ვხვდებით, თუმცა ვეცდებით, ალბანეთთან ისევე ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ - სანიოლი

09.09.24 21:37
ძლიერ გუნდს ვხვდებით, თუმცა ვეცდებით, ალბანეთთან ისევე ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ - სანიოლი

ერთა ლიგის B დივიზიონში ალბანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა - ვილი სანიოლმა ჩეხეთთან ჩატარებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მიუხედავად მიღებული შედეგისა, საქართველოს ჩეხეთთან იოლი მატჩი არ ჰქონია".

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბანეთთან მოახლებული თამაშიც განიხილა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელებს ასპარეზი რთულ გარემოში მოუწევს, რადგან სანიოლის თქმით, "საქართველო ძლიერ გუნდს ხვდება".

ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.

ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ.

მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა – უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, ერთი დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.

საქართველოს ნაკრებში პენალტებს კარგად ბევრი ფეხბურთელი ასრულებს – კვარაცხელია, მიქაუტაძე, გველესიანი. ამ მხრივ არჩევანის თავისუფლება გვაქვს. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ შეხვედრაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ვინ აიღებს", – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთთან გამართავს.