ივანიშვილის ოჯახის სავარაუდო ინტერესები სადავო მშენებლობაზე - რა წერია "პირველების" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში?
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სავარუდო ინეტერესები სადავო მშენებლობაზე - "პირველებმა" მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ ყაზბეგის 32 ნომერში, სადაც ხალხი კორპუსის მშენებლობას აპოტესტებს, თავდაპირველად მშენებლობა ივანიშვილის ძმის კომპანიამ დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ ობიექტი "სქაი რეზინდესნმა" გადაიბარა.
დოკუმენტებში, რომელიც 2020 წლით თარიღდება, მშენებლობის ნებართვა მხოლოდ 5 სართულზე არის გაცემული.
ადგილობრივები კი "პირველებთან" საუბარში ამბობენ, რომ "სქაი რეზინდენსი" ათსართულიანი შენობის დადგმას გეგმავს, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს პრობლემები უკვე შეუქმნა და საცხოვრებელი კორპუსის საძირკველი დააზიანა.
ამასთან, ყაზბეგის ქუჩაზე მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ "სქაი რეზინდენსთან" ხელშეკრულება ფორმალური ცვლილებაა და რეალურად სადავო მშენებლობის უკან, სავარაუდოდ, "ოცნების" და ივანიშვილის ინტერესები დგას.
სადავო მშენებლობაზე კომენტარები გაკეთდა ოპოზიციაშიც. "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, აღნიშნულ უკანონო მშენებლობას მწვანე შუქი კახა კალაძემ აუნთო.
ეს არის ბაგა-ბაღის ყოფილი ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოსგან შეიძინა ბიძინა ივანიშვილის ძმამ და ახლა იქ დაგეგმილი არის ძალიან მასშტაბური მშენებლობა, რომელიც საფრთეს უქმნის გვერდზე არსებულ, უკვე მაცხოვრებლებით დაკომპლექტებულ დიდ საცხოვრებელ კორპუსს. იქ, სადაც არ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი, იქ არ ხდება ხოლმე ასეთი თავაშვებულობისთვის მწვანე შუქის მიცემა. რასაკვირველია, ყველა ეს დეველოპერი, რომელიც არ ითვალისწინებს, არც გეოლოგიას, არც სხვა ტიპის საექსპერტო დასკვნებს და არის მომართული იმაზე, რომ ნებისმიერ ფასად განახორციელოს მშენებლობა, ამას მწვანე შუქს აძლევს კალაძე და, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას ძალიან კონკრეტული ადამიანების ინტერესიც", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, საბა ბუაძე.
დედაქალაქის მერი მშენებლობასთან ივანიშვილის ძმის შესაძლო კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ალექსანდრე ივანიშვილს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულის მშენებლობასთან ბიძინა ივანიშვილის ძმას. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობები. ახლა, ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება და ვიღაცა რაღაცა გამოძალვის მიზნით დააშანტაჟებს სამშებლო კომპანიას, ეს მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში", - განაცხადა კალაძემ.
ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს, ცოტა ხნის წინ, ყაზბეგის 32 ნომერში - კორპუსის მშენებლობას ადგილობრივების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.
ყაზბეგის 32 ნომერის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის.