"ოცნება მათ მხარეს გადასვლას მთავაზობდა, უარის შემდეგ დამაკავეს" - პირველი ინტერვიუ ვუსალ კაიბოვთან

11.09.24 13:35
"ოცნება მათ მხარეს გადასვლას მთავაზობდა, უარის შემდეგ დამაკავეს" - პირველი ინტერვიუ ვუსალ კაიბოვთან

პირველი ინტერვიუ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა - ვუსალ კაიბოვი "პირველებთან" ინტერვიუში სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს.

ვუსალ გაიბოვი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქტიურ შეთავაზებებს იღებდა იმის თაობაზე, რომ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის ოპოზიციაში ყოფნის ნაცვლად, "ქართული ოცნების" წევრი გამხდარიყო.

"უარი ვუთხარი, ავუხსენი, რომ ჩემი პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული მქონდა და საპასუხოდ დამაკავეს" - ამბობს ვუსალ კაიბოვი და ირწმუნება, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

პოლიცია მოვიდა და მითრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, რადგან ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ნარკოტიკი და იარაღი იყო ჩემს სახლში. ეს აბსურდია. იპოვეს ორი დაჟანგებული სანადირო თოფი, რომელიც აქამდე თვალით არ გვინახავს. დაკავებას ცალსახად ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას. სხვა ახსნა არ აქვს უსაფუძვლო ჩხრეკის ჩატარებას. შეთავაზება უამრავჯერ იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ მხარეს გადავსულიყავი. მე უარი ვუთხარი. ავუხსენი, რომ ჩემი პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული მქონდა და საპასუხოდ დამაკავეს", - ამბობს ვუსალ კაიბოვი.

ცნობისთვის, იორმუღანლოში  ვუსალ კაიბოვი, გუშინ, 10 სექტემბერს დააკავეს, თუმცა 24-საათიანი პატიმრობის შემდეგ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვუსალ კაიბოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

მიზეზი პროკურატურის გადაწყვეტილება გახდა - ბრალდების მხარე ოპოზიციონერის პატიმრობას აღარ ითხოვს. გაირკვა ისიც, რომ პროკურატურამ  ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა და ახლა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება. 

მსგავსი სიახლეები