რატომ დახურეს საჯარო რეესტრი "ოცნების" პარტიული ღონისძიების გამო? - რატი ბრეგაძის კომენტარი

11.09.24 13:31
რატომ დახურეს საჯარო რეესტრი "ოცნების" პარტიული ღონისძიების გამო? - რატი ბრეგაძის კომენტარი

რატომ დახურეს საჯარო რეესტრი "ოცნების" პარტიული ღონისძიების გამო? - ამ კითხვაზე "პირველებისთვის" პასუხის გეცემა რატი ბრეგაძეს დღეს მოუწია. 

იუსტიციის მინიტრი ირწმუნება, რომ საჯარო მოხლეები სამუშაო დროის დასრულებამდე იმყოფებოდნენ რეესტრში და ამტკიცებს, რომ შენობიდან ადრე გასვლა არავისთვის უთხოვია. 

ღამის საათებშიც კი მქონდა კომუნიკაცია საჯარო რეესტრის თანამშრომლებთან - ამ სიტყვებით იმართლებდა თავს დღეს "პირველებთან" მინისტრი.

გამიჯნული შენობებია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა არის ცალკე, "ქართული ოცნების" პარტიის ოფისი არის ცალკე და რა შუაშია, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან "ოცნების" ოფისში ჩატარებულ ღონისძიებას და საჯარო რეესტრის სამუშაო გრაფიკს? საჯარო რეესტრის შენობა ღიაა 24 საათის განმავლობაში. სამუშაო საათები რაც არის გათვალისწინებული, თანამშრომლები იყვნენ მაგ დროსაც და უფრო გვიანაც, ღამის საათებშიც კი მქონდა კომუნიკაცია საჯარო რეესტრის თანამშრომლებთან და არც კი ვიცი, რაზე საუბრობთ. მე არავისთვის მითხოვია დროზე ადრე გასვლა, პირიქით, ნამდვილად მოწადინებული ვართ იმაზე, რომ საჯარო მოხელეებმა საკუთარი მოვალეობა შეასრულონ სამუშაო კონტრაქტით გათვალისწინებულ დროში", - განაცხადა რატო ბრეგაძემ. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გუშინ ორი საათით ადრე დაკეტეს - წყარო საჯარო რეესტრიდან "პირველებს" ეუბნება, რომ თანამშრომლები სამსახურიდან დროზე ადრე, 15:30 საათისთვის გაუშვეს, რადგან ძალოვნების კვარტალში "ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის დიდი მზადება იყო და თან იქ ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები