"შეუძლებელია" - ვოლსკი ივანიშვილის ოპოზიციასთან დებატებზე
"შეუძლებელია" , - ასე პასუხობს გია ვოლსკი ივანიშვილისადმი ოპოზიციის შეთავაზებას, მათთან დებატებში დაჯდეს. მმართველი გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ უკეთესი იქნება, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც თავ-თავიანთ პლატფორმებიდან მაუწყებლობდნენ.
შეუძლებელია, რომ ამ ერთ სივრცეში მოხდეს მათი დებატები. მაგალითად, საბა ბუაძე და ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი. ან ხაზარაძე, რომელიც თაღლითობაშია მხილებული ან იგივე გახარია, რომელიც სახელომწიფოს გადატრიალებას უპირებდა. როგორ შეიძლება მასთან ღია ეთერში დაჯდომა? მე არ ვფიქრობ, რომ საერთდო, პოლიტიკური დებატების თემა არის აქტუალური დღეს. აქტუალური არა იმიტომ, რომ ამას საზოგადოებაში შეიძლება ცუდი გამოხმაურება ჰქონდეს, პირიქით, საზოგადოება ელოდება იმ დროს, როდესაც ოპონენტები დასხდებიან და ერთ სირცეში თავის პოზიციას დააფიქსირებენ. სჯობს ჩვენთვის ყველასთვის, რომ ოპოზიცია მაუწყებლობდეს ცალკე და სახელისუფლებო წარმომადგენლები ცალკე. დღეს საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ ცალ-ცალკე ყველა თვაის პლატფორმიდან მაუწყებლოდეს, - ამბობს გია ვოლსკი.
"ოცნების" ყოფილი წევრი და გახარიას გუნდის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.