მდინარაძე ფიქრობს, რომ გოიმობაა, სპორტსმენების კრიტიკა პოლიტიკური განაცხადისთვის

11.09.24 16:30
მდინარაძე ფიქრობს, რომ გოიმობაა, სპორტსმენების კრიტიკა პოლიტიკური განაცხადისთვის

მდინარაძე ფიქრობს, რომ გოიმობაა, სპორტსმენების კრიტიკა პოლიტიკური განაცხადისთვის -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ოცნების" სიაში სპორტსმენების ჩასმის შესახებ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხა. 

"პოლიტიკა ყველას საქმეა"- ამბობს მდინარაძე. 

პოლიტიკა ეხება ყველას - სპორტსმენის საქმე არ არის, იურისტის საქმე არ
 არის, ექიმის საქმე არ არის, აბა ვისი საქმეა? თქვენ ახლა პოლიტიკაში ხართ, ხვალ რომ გადაწყვიტოთ რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ამისთვის ვიღაცებმა ფაშისტური ბულინგი უნდა მოგიწყონ? ეს არის გოიმობა, ეს არის მარაზმი"- თქვა მდინარაძემ. 

თუ "ქართული ოცნების" ლიდერს დავუჯერებთ, სპორტსმენების მიმართ "აგენტურულ-ფაშისტური ბულინგი იყო".

"სულელური, გოიმური, ფაშისტური ბულინგი არის ისეთივე წარმავალი, როგორიც მათი არგუმენტები - ისევეა ჰაერში, როგორც მათი არგუმენტები“ ,- დასძინა მამუკა მდინარაძემ. 

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა. 

ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

ასევე ნახეთ

 

მსგავსი სიახლეები