ცესკო TV პირველის წინააღმდეგ - გიორგი კალანდარიშვილი ჟურნალისტებს სანქციებით ემუქრება

12.09.24 13:00
ცესკო TV პირველის წინააღმდეგ - გიორგი კალანდარიშვილი ჟურნალისტებს სანქციებით ემუქრება

ცესკო TV პირველის წინააღმდეგ - ცენტრალური საარჩევნო კომისია "შაბათის ეთერის" გამომძიებელ ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში სდებს ბრალს.

გიორგი კალანდარიშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ არ შეეძლება  ჟურნალისტმა რესპონდენტის ნომერი გაიგოს და მასთან ინფორმაციაა გადაამოწმოს.

საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ "2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება ".

ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე... 

დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა.

თავის მხრივ მიუთოთებს იმაზე, შეიქმნას მოცემულობა, რომ თითქოს კომისიები დაკომპლექტებულია, მიკერძოებული პირებით ან, სხვა უწყებებში დასაქმებული პირების გავლენების ქვეშ იმყოფებიან, რაც თავის მხრივ საარჩევნო გარემოს აზიანებს. 

ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის დღევანდელი განცხადება "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს უქმნის განცდას, რომ ცესკო მუქარაზე გადავიდა. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება" -  ამბობს გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორუ, ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძის პასუხი ცესკოს, ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები