"ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს, რუსთავი ცვლილებებისთვის მზადაა - ბადრი ჯაფარიძე
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ქვემო ქართლში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ.
ბადრი ჯაფარიძემ და ანა დოლიძემ რუსთავის 21-ე სკოლის მიმდებარედ გამართულ ბრიფინგზე კოალიციის გეგმებსა და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
''ჩვენ ვხედავთ ტიპური, ''ოცნების'' მიერ ვითომ, განხორციელებულ პროექტს, სადაც წინა მხრიდან სკოლა დასრულებული ჩანს, მაგრამ სავსეა ნაგვით''- თქვა ''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, მას შემდეგ ქვეყანაში "ქართული ოცნების" მმართველობა დასრულდება, საქართველოში განათლების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება.
ჩვენ ვხედავთ ტიპურ, ქართული ოცნების მიერ ფასადურ პროექტს, ვითომ, განხორციელებულ პროექტს, სადაც წინა მხრიდან ეს სკოლა დასრულებული ჩანს, მაგრამ სავსეა ნაგვით. როგორც კი შეიხედავ ეზოში, ჩანს, რომ უამრავი სამუშაოა დარჩენილი. ქვეყანაში ეს ფასადური მუშაობა უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ძირეული ცვლილებები, რომლებიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განათლების დონის ამაღლებას, ყველა დაუმთავრებელი სკოლის დასრულებას, ძალიან მოკლე ვადაში, რომ ბავშვებს აღარ მოუწიოთ დიდი მანძილის გადალახვა ყოველ დილას, იმისთვის, რომ სწავლის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
ეს ცვლილებები სჭირდება რუსთავს, სადაც ვხედავთ, რომ მოლოდინია. სწორედ ეს გვახარებს, რომ რუსთავის მოსახლეობა არის განწყობილი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს 1000 ლარიან პენსიას, 200 000 სამუშაო ადგილს, მეგაპროექტების დასრულებასა და, რაც მთავარია, ასეთი დაუმთავრებელი სულების გაქრობას. ყველა სკოლა უნდა დასრულდეს მოკლე ვადაში და ეს მოხდება როგორც კი "ქართული ოცნება" წავა ხელისუფლებიდან.
ჩვენ ვისმენთ პრემიერ მინისტრისგან, რომ, თურმე, 12 წლის წინ მიიღეს მძიმე მემკვიდრეობა და 12 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს მინიმალური დაპირების შესრულებაც კი, რაც მდგომარეობს სკოლების მშენებლობაში, რემონტსა და ნორმალურ სასწავლო პროცესთან შესაბამისობაში მოყვანაში, ესეც კი ვერ მოახერხეს, ამიტომ უნდა დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, კოალიციური მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს დაუსრულებელ სკოლებს, გვექნება ნორმალური განათლების სისტემა, ახალი სამუშაო ადგილები და, რაც მთავარია, გვექნება ნორმალური ანაზღაურებით სამუშაო ადგილები და 1000 ლარიანი პენსია, დიდი მადლობა,''- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ქვემო ქართლში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ.