ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა
ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ოპოზიციონერი ლიდერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ოპოზიციონერმა აღნიშნული თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ოპოზიციონერ ლიდერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის პოზიტიური არ იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე 4 პოლიციელი დაიკითხა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნადირაძე გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს დააკავეს. კოალიცია "ერთიანობის" ლიდერს, ირაკლი ნადირაძეს სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.